среда, 27 мая 2009 г.

ქართლი


მხარის ზოგადი დახასიათება:

  შიდა ქართლი მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საზღვარი ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება, დასავლეთით ლიხის ქედს, სამხრეთით თრიალეთის ქედს, ხოლო აღმოსავლეთით ხარულის ქედს და მდინარე ქსანს.

ტერიტორიის ფართობი - 6200 კვ.კმ-ს (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურიდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ)

ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. გორი

მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის - 75კმ.კლიმატი - მხარის კლიმატი კონტინენტურია. საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 ჩ 0შესაძლებელი მაქსიმუია 42 ჩ0, ხოლო შესაძლებელი მინუმუმი 32 ჩ0 ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ2-ზე)- 1000 – 1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500მმ-ია , მაქსიმუმი 760 მმ. მინიმუმი 330 მმ.წყლის ძირითადი არტერიები მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა ლიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, ტორტლა, თეძამი, ჭარაბულა, ლეხურა, სურამელა, ფრონე, ძამა, და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები. ხელისუფლებაშიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია. რესურსების მობილიზება , ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.მხარეში ადგილობრივი თვითმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:- გორის მუნიციპალიტეტი;- კასპის მუნიციპალიტეტი;- ქარელის მუნიციპალიტეტი;- ხაშურის მუნიციპალიტეტი;- ერედვის მუნიციპალიტეტი;- ქურთის მუნიციპალიტეტი;- თიღვის მუნიციპალიტეტი; განათლება და კულტურამხარეში ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი- შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტი- გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია- ეკონომიკაში დასაქმებულთა შორის უმაღლესი განათლება აქვს 14 ათას კაცს, პროფესიული 17ათას კაცს , ხოლო სრული ზოგადი განათლება 32 ათას კაცს.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიკულტურული ღირშესანიშნაობებიდან გამოიყოფა:(თეატრი, მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა):- ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი;- უფლისციხის უნიკალური ქალაქ-მუზეუმი;- გორის ციხე;  - გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;- ატენის სიონი (VII ს );- ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი უნიკალური ფრესკებით (XII_XIII სს );- სამთავისის ტაძარი (XI ს);- ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი (ვარიანი);- ორბელიანთ სასახლე-მუზეუმი (ლამისყანა);- წრომის ტაძარი;- ბულბულის ციხე;- რუისის ღვთისშობლის ხუროთმოძღვრეული კომპლექსი;- სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი; და სხვა მრავალიტრანსპორტისაავტომობილო ტრანსპორტი:შიდა ქართლი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც შესაძლებელია მოხვდე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. რეგიონის მთლიან ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი , 2008 წლისთვის დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.მოქმედებს იმერეთის რეგიონთან დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი .მოქმედებს ხაშური-ახალციხე-ვალეს საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი.სარკინიგზო ტრანსპორტიშიდა ქართლზე გადის ამიერკავკასიის სარკინიგზო ცენტრალური მაგისტრალი. რკინიგზის საშუალებით შიდა ქართლის გავლით იზრდება ყაზახეთიდან , უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან ევროპის ქვეყნებში ტვირთების გატანა-შემოტანა. საზღვაო ტრანსპორთან დაკავშირება ხდება რკინიგზის მეშვეობით . ხაშურში მთავარ სატრანსპორტო ღერძს (თბილისი ბათუმის) უერთდება ხაშური - ახალციხის რკინიგზა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი.კავშირგაბმულობა:გორის და ხაშურის ტერიტორიაზე მოქმედებს საერთაშორისო საქალაქო-სატელეფონო ციფრული ქსელი.შიდა ქართლის ტერიტორია სრულად არის დაფარული მობილური კავშირის სატელეფონო კომპანიების მიერ.ინტერნეტი - გორისა და ხაშურის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ინტერნეტის თანამედროვე მომსახურეობით. ჯანდაცვა:  შიდა ქართლის მოსახლეობას ემსახურება საავადმყოფო-პოლიკნიკური გაერთიანებები. პოლიკლინიკურ-ამბოლატორიული გაერთიანებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები . 6 სამედიცინო დახმაება 03 . აგრეთვე კერძო სამედიცინო დაწესებულებები , ჰოსპიტალი. შიდა ქართლში რეგიონში არსებული ჯანდაცვის ობიექტები. 
 აქ სხვადასხვა სახის ხაჭაპური ცხვება. ასევე კეცის ხაჭაპურებსაც აცხობენ, ყველით, კარტოფილით და ხაჭოთიც.

  ზემო ქართლშიც ასევე, პირს ნაოჭივით აუსხავენ ცომს, გააბტრყელებენ და ასე აცხობენ ხაჭაპურს.